იხილეთ ჩვენი საიტი
ქართულ ენაზე
See Our Site
At English Language
Смотрите наш сайт
на русском языке

გასაჭიმი ჭერი გლუვი და სარკისებრივი


     გასაჭიმი ფრანგული ჭერი ცნობილია მთელ მსოფლიოში. დაგვიკავშირდით ახლავე და გახდი ფრანგული ჭერის მომხმარებელი. ასეთი ჭერის დაყენებისას ოთახის სიდიდე არ ახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე. მთავარი უპირატესობები ფრანგული ჭერებისა არის:

  • მარტივი მონტაჟი და დემონტაჟი;

  • შესაძლებლობა დაფარული გაყვანილობის მარტივად და სწრაფად კეთებისა;

  • ადვილი მოსავლელია, იწმინდება სველი ნაჭრით;

  • ხდება სივრცის ვიზუალური გადიდება;

  • გასაჭიმი ჭერი მზადდება ბელგიური, გერმანული და ფრანგული წარმოშობის ნედლეულისგან;

  • ადვილად შეიძლება თამამი იდეების ადვილად განხორციელება;

  • შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფერების ფართო არჩევანი. გვაქვს როგორც თეთრი გლუვი, ისე სარკისებრივი 30 განსხვავებული ფერის ჭერი.

გასაჭიმი ჭერი ვარსკლავიანი ცის ეფექტით


     გასაჭიმი ჭერი ვარსკლავებიანი ცის ეფექტით არ დაგტოვებთ გულგრილს. იგი შექმნის რომანტიულ განწყობასა და აღმოჩნდებით ზღაპრულ სამყაროში, დაგეხმარებით დროის სასიამოვნოდ გატარებაში. ბარისოლის ჭერი არ არის მხოლოდ თანამედროვე და ლამაზი, ის ასევე ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს და შეიძლება დაყენებულ იქნას ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია შევქმნათ ვარსკლავებიანი ცის იმიტაცია, ციმციმის ეფექტი მეტ რეალურობას შემატებს თქვენს ჭერსა და ფერად ფუტურისტულ უკანა ფონს. შეგიძლიათ აირჩიოთ დინამიური სურათები ჩრდილოეთის ნათების, მოწყვეტილი კომეტისა თუ სხვა. ჩვენ კლიენტებს არ ვზღუდავთ, რადგანაც ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამოცდილებას.

გასაჭიმი ჭერი მხატვრული ნახატით


     გასაჭიმი ჭერი მხატვრული ნახატით გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თანამედროვე და ორიგინალური გადაწყვეტილებები თქვენს ჭერთან დაკავშირებით. სურათი, როგორც წესი დაიტანება სპეციალური მოწყობილობების დახმარებით. აქედან გამომდინარე არჩევანი ფართოა! ნებისმიერი, მათ შორის ძალიან მომთხოვნი კლიენტის გემოვნებაც იქნება სრულად დაკმაყოფილებული. ინტერიერის ერთ–ერთ უძველეს ელემენტად ითვლება მოხატული ჭერი და კედლები. თუ არ გსურთ იყოს ასკეტი და იცხოვროთ ბანალური თეთრი ჭერის ქვეშ ჩვენი კომპანია მოხარული იქნება შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი ასორტიმენტი მოხატული ჭერისა.

მრავალდონიანი გასაჭიმი ჭერი


     ვერ გადაგიწყვეტიათ მოუხდება თუ არა თქვენს სახლს მრავალდონიანი ჭერი? ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის, დიახ! მრავალდონიანი ჭერი გადასარევია ნებისმიერ ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტრუქცია ინდივიდუალური პროექტის მიხედვით იქმნება, თქვენი ჭერი და ოთახი უნიკალური იქნება. ლამაზი, მსუბუქი მრავალდონიანი ჭერი კარგად მიდის როგორც მცირე ასევე დიდ ოთახებზე. მრავალდონიანი ჭერი არის იდეალური გადაწყვიტილება მათთვის, ვისაც სურს ჭერის ორიგინალურად გააფორმება. ამ შემთხვევაში ერთი ხელის მოსმით ჭრით რამდენიმე პრობლემას: ჭერი და მთლიანად ოთახი არ იქნება ბანალური, სწორი კუთხეების გაფორმებული; შეძლებთ ოთახში განათების დაყოფას ლოგიკური ზონების მიხედვით; მეტი აქცენტი დაეთმობა განათებას; შექმნით უნიკალურ, თქვენთვის სასურველ დიზაინს;

შთაბეჭდილებები

კომენტარი

Weris montaJi SegviZlia mTeli saqarTvelos maSstabiT

CvenTan Weris fasi iTvleba dasamzadebeli Weris zusti zomidan gamomdinare